ამჟამინდელად თქვენ ხედავთ შინაარსს:

Georgia / KA

ადგილის შეცვლა

მიმდინარე ადგილი

მულტივაკ ჯგუფი

მულტივაკი უკვე 60 წელზე მეტია, შესაფუთი მანქანა-დანადგარების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანიაა. კომპანიას მთელი მსოფლიოს გარშემო აქვს ფილიალები, ხოლო სათავო ოფისი გერმანიაში, ვოლფერშვენდენში (ბავარია) მდებარეობს.



1961 წლიდან მოყოლებული

მულტივაკი

მულტივაკი კლიენტებს აწვდის სისტემებსა და ტექნოლოგიებს. მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს გარშემო ვეხმარებით - ჩვენი პროდუქტებითა და მომსახურებებით: მცირე ბიზნესებსაცა და მსხვილ, საერთაშორისო კომპანიებსაც. შეხება გვაქვს ყველა დარგთან და საქმოსნებს ვეხმარებით სასურსათო, სამედიცინო, ფარმაცევტული, ინდუსტრიულ და სამომხმარებლო ყველა ტიპის პროდუქციის შეფუთვაში.

ჩვენი საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი კომპანია გთავაზობთ მრავალ სერვისს: შესაფუთი მასალები, შესაფუთი ტექნოლოგიები, დამუშავებისა და ავტომატიზების მეთოდები, ეთიკეტირებისა და მარკირების აპარატურა, ინსპექციისა და ხარისხის მართვის სისტემები. ჩვენი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი იდეალურად დააკმაყოფილებს თქვენს სხვადასხვა მოთხოვნას - დაწყებული დაჭრითა და პორცირებით, დამთავრებული საცხობი ტექნოლოგიით.

მულტივაკის ჯგუფის ნაწილი 2019 წლიდან

ფრიცჩი

ცომის დამზადება იქნება საჭირო, მისი დამუშავება თუ უმაღლესი ხარისხის მაღალეფექტური საცხობი დანადგარები - უკვე რამდენიმე ათწლეულია, ეს სახელი (ფრიცში) ამ საკითხებში ინოვაციურ მეთოდებს იყენებს. ეს კომპანია პრემიუმ ხარისხის საცხობ დანადგარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს. 

ცომეულის მიმართ ინტერესი და ერთგულება არის ჩვენი ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ეს კი შესაბამისად აისახა ჩვენს სლოგანშიც - „Passion for Dough“. კომპანია დაარსდა 1926 წელს და კლიენტებს სთავაზობს გამოსავალს ძალიან ბევრი სახის პროდუქტისათვის, წარმოების უამრავ სფეროში - ხელით გასბრტყელებელი მანქანებით დაწყებული, ინდუსტრიული მასშტაბის მაღალეფექტური დანადგარებით დამთავრებული.

მულტივაკის ნაწილი 2017 წლის იანვრიდან დღემდე

TVI

ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვაციებით ხორცის დამუშავებასა და პორცირებაში. 2004 წელს კომპანიის დაარსების დღიდან კლიენტები მთელი მსოფლიოს გარშემო წარმატებით ახერხებენ მაღალეფექტური დანადგარებით ხორცის პორცირებას. TVI-ს პროდუქციის ასორტიმენტში შედის ყველაფერი - უმი პროდუქციის ტემპერირებით დაწყებული უკვე გამზადებული პორციების შესაფუთ დანადგარზე გადატანით დამთავრებული.

TVI-ს მაღალგანვითრებული სისტემები იდეალურად ავსებს მულტივაკის შესაფუთი ხაზების დანადგარებს. სხვადასხვა ერთეულის გონივრული დაკავშირება, რაც ციფრული ტექნოლოგიის დამსახურებაა, Industry 4.0 სტანდარტებს აკმაყოფილებს და იმართება ერთი საკონტროლო პუნქტიდან.  ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიაღწიოს ეფექტურობის მაღალ დონესა და პროცესის სანდოობას. საწარმოო ხაზის ყველა კომპონენტი კი იდეალურად ერგება ერთმანეთს.


მულტივაკ ჯგუფის ქცევის კოდექსი

მულტივაკის სახელი ასოცირდება მრავალ განმსაზღვრელ სტანდარტთან ტექნოლოგიის, ეფექტურობისა და სანდოობის ასპექტებში - სექტორის როგორც დარგის შიგნით, ისე - მის გარეთაც. ჩვენი ქცევის კოდექსი მიმოიხილავს მულტივაკ ჯგუფის შიდა სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

ჩვენ ვმოქმედებთ ყველა თანამედროვე კანონისა და ყველა ძირითადი ეთიკური ვალდებულების გათვალისწინებით. აქ ეს ღირებულებები განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებასა და მოპყრობას ჩვენი თნამშრომლების, კლიენტების, მომწოდებლებისა და ბიზნეს-პარტნიორების მიმართ.

ეს დადგენილება, რომელიც ასახავს კომპანიის ამჟამინდელ სტატუსს, მუდამ იცვლება, ვითარდება და უმჯობესდება.

თუ გეცოდინებათ რაიმე შესაძლო დარღვევის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ანონიმურად ან კონფიდენციალურად ჩვენი მამხილებელთა მოხსენების ხელსაწყოს მეშვეობით ბმულზე https://whistleblowersoftware.com/secure/MULTIVACHeadquarter.

ქცევის კოდექსი

მულტივაკ ჯგუფის შიდა სტანდარტები და ზუსტი ვალდებულებები ჩვენს განსაზღვრულ ყოფაქცევის კოდექსში.

ზომა
700 KB
ფორმატი
pdf
ჩამოტვირთვა

MULTIVAC ჯგუფის ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია

ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს კორპორატიულ პასუხისმგებლობას. MULTIVAC Group მოწოდებულია პატივი სცეს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ადამიანის უფლებებს და გარემოს მის კორპორატიულ მენეჯმენტში და გლობალურ ღირებულების ჯაჭვში. ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ ფუნდამენტური უფლებების დაცვას სხვადასხვა ღონისძიებებით.

ეს პოლიტიკის განცხადება ვრცელდება MULTIVAC-ის ყველა კომპანიაზე და, შესაბამისად, ასევე ჩვენს შვილობილი კომპანიებისთვის.

თუ შეამჩნევთ რაიმე მინიშნებას შესაძლო დარღვევების შესახებ, შეგიძლიათ შეატყობინოთ მათ პირადად ან ანონიმურად.

ძირითადი პრინციპების დეკლარაცია

ჩვენი ვალდებულება, ჩვენი სტანდარტები და პოლიტიკა, ჩვენი ზომები რისკის ეფექტური მართვისთვის და ჩვენი მოლოდინები თანამშრომლებისა და მომწოდებლების მიმართ.

ზომა
568 KB
ფორმატი
pdf
ჩამოტვირთვა

ხარისხი და პროდუქტის უსაფრთხოება მულტივაკში

მულტივაკისთვის ხარისხის დაცვა ნიშნავს ბაზრისა და მომხმარებლის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას - არა მხოლოდ პროდუქტებისა და მომსახურებების შემთხვევაში, არამედ ჩვენი კომერციული აქტივობის ყველა ასპექტში.

ამის გათვალისწინებით, ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის ცდილობენ, სამუშაო უმაღლეს დონეზე შეასრულონ და უმაღლესი ხარისხის გარანტია შეგიქმნან. 

ISO სერტიფიკატი

მაღალ სტანდარტს ასევე მოითხოვენ ჩვენი პარტნიორებიც. ამიტომაც მულტივაკის პროდუქტები და პროცესები სერტიფიცირებულია DIN EN ISO 9001:2015-ის შესაბამისად..

მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესებისა და ხარისხის მართვის სისტემის საშუალებით ყოველთვის შეგვიძლია პროდუქტის, პროცესისა და მომსახურების მაღალი ხარისხის გარანტირება.

ISO 9001 სერთიფიკატი

მულტივაკ ჯგუფი აკმაყოფილებს ხარისხის მართვის მოთხოვნებს.

ზომა
426 KB
ფორმატი
pdf
ჩამოტვირთვა

CE მარკირება და GS ტესტი

MULTIVAC არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი შესაფუთი მანქანების მწარმოებელი, რომლებიც თავიანთ მანქანებს უტარებენ ნებაყოფლობით გარე GS ტესტს გერმანული სოციალური უბედური შემთხვევის დაზღვევის (DGUV) მიერ. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ CE შესაბამისობის შეფასების ვრცელ პროცედურებს, რათა უზრუნველყონ ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოების უმაღლესი დონე.


ჩვენი პარტნიორები