ვაკუუმის შეფუთვები ახდენს შენახვის ვადის ოპტიმიზაციას
თქვენი პროდუქტის გარშემო არსებული ატმოსფეროს სრული მოცილება მნიშვნელოვნად ანელებს მიკრობულ დონეზე გაფუჭებას. შედეგად, შენარჩუნებულია გემო, ფერი და პროდუქტის სიახლე. თქვენი პროდუქტის მიმზიდველობის გაძლიერება სავაჭრო ობიექტზე უზრუნველყოფს მომხმარებელთა დადებით განყყობას შეფუთვის გახსნის შემდეგ.
ვაკუუმ შეფუთვა ასევე გთავაზობთ რიგ უპირატესობებს სამრეწველო პროდუქტებისთვის: თქვენი პროდუქტი იდეალურად არის ფიქსირებული შეფუთვაში და დაცულია ტენიანობის, კოროზიის, მექანიკური დაზიანებისგან, ნაკაწრებისგან, მტვრისა და სხვა დაბინძურებისგან.
უპირატესობები, რომლებიც მაქსიმალურად ზრდის პროდუქტის დაცვას
ისარგებლეთ მულტივაკის მაღალი ხარისხის შეფუთვის უპირატესობებით საკვების, სამედიცინო პროდუქტების, ასევე სამომხმარებლო საქონლის და სამრეწველო პროდუქტების მიმართულებით.
- გაზრდილი შენახვის ვადა და ხარისხის უზრუნველყოფა ჰერმეტულ შეფუთვებში.
- დაცვა მექანიკური დაზიანებისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედებიდან
- ფიქსირებული პოზიცია შეფუთვაში სავაჭრო დახლებზე უკეთესი წარმოდგენისთვის.
- ეფექტური, მარტივი ტრანსპორტირება მნიშვნელოვნად შემცირებული მოცულობის წყალობით
ვაკუუმის შეფუთვები შესაძლებელია დამზადდეს მულტივაკის თერმოფორმირების დანადგარებზე, თრეისილერებზე და კამერიან აპარატებზე.