ამჟამინდელად თქვენ ხედავთ შინაარსს:

Georgia / KA

ადგილის შეცვლა

მიმდინარე ადგილი

„გონიერი“ ხაზები მაქსიმალური წარმადობისა და წარმატებისათვის

საწარმოო ხაზების მიმართულებით ფართო გამოცდილების ქონა ხაზს უსვამს ჩვენს ინდივიდუალური მიდგომების დანერგვისაკენ სწრაფვას. მულტივაკში ჩვენ თავდაუზოგავად ვცდილობთ შესაფუთი სამყაროს უკეთესი მომავლის შექმნას, ჩვენს კლიენტებთან ერთად. მულტივაკთან თანამშრომლობით თქვენ დიდ სარგებელს მიიღებთ.



თქვენს წარმატებაზე გამიზნული ინოვაციური მეთოდები


როგორც კონტრაქტორი, მულტივაკი თავის თავზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას კომპლექსურ და ინტეგრირებულ მეთოდებზე, რომლებიც სასურსათო, ფარმაცევტული, სამედიცინო, სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქციის დასამუშავებლადაა საჭირო.

ჩვენ გვაქვდროით გამობრძმედილი ცოდნა, მრავალწლიანი გამოცდილება და ფართო კომპეტენცია დანადგარების დაპროექტებაში, ავტომატიზაციასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში. ჩვენ ინტერდისციპლინური ჯგუფი სწორედ ამ მყარ საფუძველზე დაყრდნობით აყალიბებს და ნერგავს სისტემებს თქვენი კომპანიის როგორც ახლანდელი, ისე - სამომვალო წარმატებისათვის.

ჩვენ შეგვიძლია, შემოგთავაზოთ კომპლექსური მეთოდები თქვენი ყველა საწარმოო გამოწვევასთან გასამკლავებლად. ჩვენი თითოეული საწარმოო ხაზი არის შექმნილი ინდივიდუალურად, რათა მოერგოს დამუშავების, შეფუთვისა და ყველა  შეუალედურ ეტაპზე საჭირო პროცესის სრულყოფილ მოთხოვნებს. წარმოების აღმავალი თუ დაღმავალი პროცესების გასამართად ჩვენ ვთანამშრომლობთ დარგის სხვა ექსპერტ-პარტნიორებთან, რათა მივიღოთ სრულყოფილი შედეგი. სიამოვნებით შევიყვანთ მესამე მხარის პროდუქტებს თქვენს ინდივიდუალურ საწარმოო ხაზში. მაღალი ხარისხის საწარმოო მეთოდები მორგებულია თქვენს პირად მოთხოვნებსა და წარმოების ზოგად კრიტერიუმებს. უზრუნველყოფაში. ამ მყარ საფუძველზე ჩვენი ინტერდისციპლინური ჯგუფი ამუშავებს და ნერგავს ინოვაციურ მეთოდებს ჩვენი კლიენტების წარმატებისათვის - როგორც ახლა, ისე - მომავალშიც.




სარგებელი, რომელსაც მიიღებთ მულტივაკთან ერთად

მოქნილი და მომავალს მორგებული

მულტივაკი შეიმუშავებს თქვენი პროდუქტის დამუშავების ყველაზე ეფექტურ მეთოდს, მოწინავე ტექნოლოგიებისა და შეფუთვის გამოყენებით. 

პროცესების ეფექტურობის გაზრდა

  • ყველა კომპონენტის სინქრონიზაცია

  • სისტემის ყველა კომპონენტის მარტივი კონტროლი ერთიანი ინტერფეისის საშუალებით

  • მეტი მოქნილობა და მაქსიმალური საწარმოო დრო პარტიების სწრაფი ცვლის წყალობით

  • დანადგარების სანიმუშო მუშაობა - მარტივად და შეუფერხებლათ.

პროცესის საიმედოობის უმაღლესი დონე

  • პროდუქციის ადვილი მიკვლევადობა

  • რეცეპტების საწარმოო ხაზების დონეზე შენახვა

  • სერტიფიკაციის ერთიანი სისტემამანქანა კონტროლი მთელი ხაზი MULTIVAC ხაზი კონტროლი (MLC)

  • მაქსიმალური წარმადობისთვის: მულტივაკის სმარტ სერვისები (Smart Services) იძლევა მთელი საწარმოო ხაზის მეთყვალყურეობისა და მართვის შესაძლებლობას, ერთიანი ინტერფეისის მეშვეობით. 

ექსპერტების ფართო გამოცდილებასა და ნაცად მეთოდებზე აგებული სისტემები 

  • საწარმოო ხაზის დაპროექტების ინოვაციური მეთოდები სასურსათო, ფარმაცევტული, ინდუსტრიული და სამომხმარებლო სექტორებისათვის 

  • ავტომატიზება ამცირებს ხარვეზების რაოდენობას და ზრდის თქვენს წარმოებაში დამუშავებისა და შეფუთვის პროცესების ეფექტურობას 

  • ჩვენ გეხმარებით წარმოების მთლიანი პროცესის განმავლობაში და ახლოს ვთანამშრომლობთ მაღალი ხარისხის მომწოდებლებთან



სხვა საინტერესო თემები


ეს გამოცდილება იძლევა დამატებით ღირებულებას

კომპეტენცია გარკვეულ სფეროში - ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ დამუშავებისა და შეფუთვის მაღალეფექტური დანადგარები. ის ასევე თქვენი მონაწილეობით კონკრეტული სტრატეგიული მიზნების, მოთხოვნებისა და პროცესების შემუშავებას. ყოველი ცალკეული პროცესის გაერთიანებულ სისტემაში თავმოყრა კი შესაძლებელია მხოლოდ ფართო გამოცდილების საშუალებით.