მულტივაკის სრული ეთიკეტირება თქვენი საუკეთესო შედეგისათვის
სრული ეთიკეტირების მეთოდები აშკარად გამოარჩევს თქვენს პროდუქტს თაროზე არსებული სხვა პროდუქტების ეთიკეტებისაგან.
შეფუთვის სწორი მეთოდი თითოეული შეფუთვისათვის
რისი შეფუთვაც უნდა გინდოდეთ, სრული ეთიკეტირებოს მეთოდები შექმნილია ძალიან მოქნილად, შესაფუთი ფორმებისა და მასალების ფართო ასორტიმენტისათვის. ეთიკეტირება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კლიენტის მიერ პროდუქტების ამოცნობის პროცესში - იქნება ეს სკინ-შეფუთვა, დაუბეჭდავი ზედა ფირით შეფუთვა, MAP [თერმოფორმირების], სხვადასხვა ფორმის მქონე კონტეინერის შეფუთვა თუ სხვა. ეთიკეტი აზღვევს თქვენს შეფუთვებს შემთხვევით გახსნისაგან, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის დაცვას. შედეგად კი თქვენი პროდუქცია მუდამ ოპტიმალურ მდგომარეობაშია, რაც მიმზიდველად წარმოჩნდება გაყიდვის წერტილში.
შეფუთვის ფორმების ფართო არჩევანი
თვით-შეწებებადი ეთიკეტების შემთხვევაში თითქმის ყველა ფორმა შესაძლებელია, ვინაიდან მუყაოს საყრდენი მათ ეთიკეტირების პროცესში აფიქსირებს. იქნება ეს ჭრილები თუ მომრგვალებული ფორმები, შეგიძლიათ, მოქნილად და ჰარმონიულად მოარგოთ თქვენი ეთიკეტები პროდუქტებსა და შეფუთვებს. ეთიკეტების 360°-იანი გარსშემოხვეული ეთიკეტები და გადამკვეთი ბოლოებიც კი.
მასალების ფართო არჩევანი
ტრადიციული ეთიკეტირების მეთოდებისგან განსხვავებით, თვით-შეწებებადი ეთიკეტი გთავაზობთ ერთ უზარმაზარ სარგებელს: შესაძლებელია მრავალი სახის მასალის შერჩევა, რადგანაც მუყაოს საყრდენი სტაბილიზებულია. ამასთან ერთად გათვალისწინებულია ეკოლოგიური ასპექტიც: თვით-შეწებებადი ეთიკეტების წამყვანმა მწარმოებლებმა შექმნეს კომპლექსური პროგრამები ნარჩენების გადასამუშავებლად.
პროდუქტზე დიდი ფართობი უკავია, რაც შინაარსს კარგად გადგმოგცემთ
სრული შემოხვევის ეთიკეტები ამ უპირატესობას გთავაზობთ. ასეთ შეფუთვაზე დეტალური ინფორმაციის დატანა არის შესაძლებელი. თქვენ ასევე შეგიძლიათ, აირჩიოთ გამჭვირვალე ეთიკეტები, რათა შეფუთვაში პროდუქტი სრულად წარმოჩნდეს. რადგანაც სურსათის შეფუთვები ხშირად სუპერმარკეტის თაროზეა დაწყობილი, სრული შემოხვევის შეფუთვა პროდუქტს გამოსაჩენს ხდის, რადგან ეთიკეტი გვერდითა მხარეზეც ჩანს.
მრავალმხრივი კონფიგურაცია
სრული შემოხვევის ეთიკეტები გამოირჩევა თავიანთი მრავალფეროვნებით: ისინი გვთავაზობს გარჩევადობას, დამატებით ფუნქციებს და ზრდის მომხმარებლის კომფორტს.
მარტივად იხსნება
არა-წებოვანი არეები და პერფორაციები ეთიკეტის მოცილებასა და შეფუთვის გახსნას ამარტივებს
დაცვა მანიპულაციისგან
სრული შემოხვევის შეფუთვებს ასევე შეუძლიათ, მანიპულაციისგან დამცავი როლი ითამაშონ - მომხმარებელი იმწამსვე შეატყობს შეფუთვებს, რომლებიც ერთხელ უკვე გახსნილი ან ნაწვალებია.
ადგილი დამატებითი ინფორმაციისთვის
დამატებითი ინფორმაციის ნაწილში შესაძლოა, მიუთითოთ რეცეპტები, კულინარიული რჩევები და სარეკლამო მასალები.