ამჟამინდელად თქვენ ხედავთ შინაარსს:

Georgia / KA

ადგილის შეცვლა

მიმდინარე ადგილი

მულტივაკის თერმოფორმირების შეფუთვის დანადგარები სტერილური სამედიცინო და ფარმაცევტული პროდუქტებისათვის

სტერილური სამედიცინო და ფარმაცევტულ პროდუქტების მიმართ ძალიან მკაცრი მოთხოვნებია წაყენებული. მულტივაკის თერმოფორმირების შეფუთვები GMP-თავსებადია და სანდო გამოსავალია პროდუქციის მუდამ ეფექტურად შესაფუთად და გთავაზობთ პროცესებს სანდოობის მაღალი დონით. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი წარმოების მასშტაბი და ინდივიდუალური მეთოდები თითოეული პროცესისათვის. 


პროდუქტისა და პროცესების მაქსიმალური სანდოობა მთელს საწარმოო ხაზში

პროცესის საიმედოობა, მიკვლევადობა და პროდუქტის უსაფრთხოება ფარმაცევტული ინდუსტრიის ძირითადი მოთხოვნებია. სრულად ავტომატიზირებული, ინდივიდუალურად ინტეგრირებული შეფუთვის ხაზები უნდა აკმაყოფილებდეს შპრიცების, ფლაკონების, ამპულაების, ავტომატური ინჟექტორების, აქტიური სტენტების, კალმების და მრავალი სხვა ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვის ყველაზე მკაცრ სტანდარტებს. ყველა მანქანა, რომელიც ინტეგრირებულია ჩვენს ხაზში, ფარმაცევტული პროდუქტებისთვის გამოირჩევა GMP- შესაბამისი დიზაინით. ყველა ხაზის კომპონენტის შეუფერხებელი კავშირის წყალობით, ჩვენი ხაზის გადაწყვეტილებები გთავაზობთ ოპტიმალურ მუშაობას და პროცესის საიმედოობას, ასევე მაქსიმალურ ეფექტურობას. ჩვენ შეგვიძლია დავფაროთ მთელი ღირებულების ჯაჭვი, მათ შორის ზემოთ და ქვედა დინების აღჭურვილობა. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავამტკიცოთ მესამე მხარის პროდუქტები დადასტურებული მწარმოებლებისგან იგივე გამორჩეული ხარისხის მოთხოვნებით, როგორც MULTIVAC - და ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ანაზრაურების გადაწყვეტილებები.

მულტივაკის შეფუთვის მეთოდები კომბინირებული პროდუქტებისთვის

მეთოდები კომბინირებული პროდუქტებისთვის

შეფუთვის სისტემა კომბინირებული პროდუქტებისათვის - რომლებიც შედგება შპრიცისა და 2 ნემსისგან - სრულად ავტომატიზირებული და შეუფერხებელ მეთოდებს გულისხმობს.  ისინი საშუალებას, რთული ფარმაცევტული პროდუქტები მოქნილად მოვათავსოთ ერთ შეფუთვაში.

მეთოდები კომბინირებული პროდუქტებისთვის

საწარმოო ხაზის შეფუთვის სისტემა კომბინირებული ფარმაცევტული პროდუქტებისთვის. სრულად ავტომატიზებული და შეუფერხებლად მომუშავე შეფუთვის მეთოდები საშუალებას იძლევა, სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტები ერთად მოქნილად შევფუთოთ - პროდუქტის დაცვის უმაღლესი ხარისხის დაცვით.

შეფუთვის მეთოდები კომბინირებული პროდუქტებისთვის

შეფუთვის სისტემა კომბინირებული პროდუქტებისათვის, რომლებიც შედგება ინექციის კალმებისგან. ამისთვის გთავაზობთ მოქნილსა და უხარვეზო შეფუთვის მეთოდებს, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქტების დამუშავებისა და შეფუთვის უმაღლეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს, და, რა თქმა უნდა, არის GMP-სტანდარტებთან თავსებადი.

MULTIVAC-ის ლინჯი პარენტატორიისთვის

შეფუთვის მეთოდები შპრიცებისთვის

წინასწარ შევსებული შპრიცების შეფუთვის სისტემები - კომპაქტური შეფუთვა საშუალებას გაძლევთ, GMP-სტანდარტებთან შესაბამისი შეფუთვის მეთოდების გამოყენებით ყველა პროცესი სრულყოფილად მართოთ და ამასთანავე უსართხოების უმაღლეს დონეს მიაღწიოთ.

შეფუთვის მეთოდები კომბინირებული პროდუქტებისთვის

შეფუთვის სისტემები კომბინირებული ფარმაცევტული პროდუქტებისთვის, რომლებიც შედგება წინასწარ შევსებული შპრიცისა და 2 ნემსისგან - სრულად ავტომატიზებული შეფუთვის მეთოდი ფარმაცევტული პროდუქტების ერთ შეფუთვაში მოქნილად განსათავსებლად, რაც აკმაყოფილებს პროცესის სანდოობისა და პროდუქტის უსაფრთხოების ყველაზე მაღალ მოთხოვნებსაც კი.

საინექციო კალმების შეფუთვის მეთოდი

საინექციო კალმების შეფუთვის სისტემა არის მოქნილი და ადვილად იქცევა თქვენი საწარმოო ხაზის განუყოფელ ნაწილად. იგი აკმაყოფილებს მგრძნობიარე პროდუქტების კონტროლირებადი დამუშავებისა და შეფუთვის ყველაზე მაღალ მოთხოვნებსაც - GMP-სტანდარტების შესაბამისად - და იდეალურია საშუალებაა ამ სახის პროდუქტების შესაფუთად.

MULTIVAC ხაზის გადაწყვეტილებები აქტიური პროდუქტებისა და ბიო-ფარმაცევტული საშუალებებისათვის

საინექციო კალმების შეფუთვის მეთოდი

საინექციო კალმების შეფუთვის სისტემა მოქნილია და მისი ინტეგრირება ადვილად შეიძლება თქვენს ნებისმიერ  საწარმოო ხაზში. შეფუთვის ეს მეთოდები აკმაყოფილებს მგრძნობიარე პროდუქტების კონტროლირებადი დამუშავებისა და შეფუთვის ყველაზე მაღალ მოთხოვნებს - GMP- სტანდარტების შესაბამისად - და იდეალური საშუალებაა ამ ტიპის პროდუქტის შესაფუთად.

კონტრაცეპტივების შეფუთვის მეთოდი

კონტრაცეპტივების შეფუთვის სისტემაც სხვა დანარჩენი სისტემებივით სრულად ავტომატიზებული და საწარმოო ხაზში იოლად ინტეგრირებადია. შეფუთვის ეს მეთოდიც გამოირჩევა პროცესის მაქსიმალური სანდოობითა და გამჭვირვალობით.

საპოხი მასალების შეფუთვის მეთოდები

ბოთლებში განთავსებული საპოხი მასალის შეფუთვის სრულად ავტომატიზებული სისტემა. მუყაოს საყრდენებიდან თერმოფორმირებულ პაკეტში გადმოტანა, ბეჭდვისა და ინსპექცირების პროცესები, ეთიკეტის ბეჭდვა, პროდუქტების ერთ შეფუთვაში მოთავსება და გამოშვება - ჩვენი სისტემები ყველა ამ პროცესს მოიცავს.

MULTIVAC ხაზის გადაწყვეტილებები Blow-Fill-Seal პროდუქტებისთვის

თვალში ჩასაწვეთებელი წამლის ამპულების შეფუთვა

თვალში ჩასაწვეთებელი წამლის მოქნილი და სრულად ავტომატიზებული შეფუთვის მეთოდი აკმაყოფილებს პროდუქტის დამუშავების, ტრანსპორტის, იდენტიფიკაციის, ინსპექცირების, ბლისტერული ან/და მუყაოს შეფუთვის ყველაზე მაღალ მოთხოვნებს.


რა სარგებელს იღებთ მულტივაკთან ერთად

შეფუთეთ მგრძნობიარე ფარმაცევტული პროდუქტები მოქნილად და უსაფრთხოდ

თქვენი კონკრეტული მოთხოვნები გამოწვევას წარმოადგენს საწარმოო ხაზისთვის მეთოდების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში. მაგალითად, ფარმაცევტულ პროდუქტებს აქვთ სხვადასხვა ფორმა და ზომეა, ისინი შეფუთულია ხან ერთ, ხან - კომბინირებულ შეფუთვებში. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს უსაფრთხოდ და საიმედოდ იმუშავებს (რა გამოსავლიანობაც გვსურს), მულტივაკი გთავაზობთ მოქნილ მოდულებს, რომლებიც შეიძლება ეფექტურად და ეფექტურად იყოს ინტეგრირებული თქვენს შესაფუთ ხაზებში. ჩვენ - საუკეთესო მომწოდებლებთან ერთად - ყურადღებას მოგაქცევთ და დაგეხმარებით თქვენი ხაზების მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. 

  • ინოვაცია: მულტივაკის საწარმოო ხაზების დიზაინი შემუშავებულია უახლესი ტექნოლოგიის მიხედვით
  • ხარჯების ეკონომიურობა: ავტომატიზაცია ამცირებს ხარვეზების დონეს და იძლევა განმეორებითად წარმატებული პროცესის გარანტიას.
  • კომპლექსური და მრავლისმომცველი: ხაზის ყველა კომპონენტის სინქრონიზაცია - პროდუქტის ჩატვირთვით დაწყებული პირველადი და მეორეული შეფუთვით დამთავრებული.
  • ხარისხი: იდენტიფიკაცია და შემოწმება
  • უსაფრთხოება: მიკვლევადობა და გაყალბების საწინააღმდეგო მეთოდები. ასევე - თქვენი მთელი ხაზის ცენტრალური მეთვალყურეობა და მართვა.

მრავალწლიანი გამოცდილება უზრუნველყოფს პროცესის საიმედოობასა და პროდუქტის უსაფრთხოებას

რეპროდუცირებადი და მიკვლევადი პროცესები, სწორად ეთიკეტირება და მარკირება, cleanroom სტანდარტებთან თავსებადობა და არსებულ გაიდლაინებთან შესაბამისობა - ეს იმ ძირითადი გამოწვევების ჩამონათვალია, რომლის წინაშეც ფარმაცევტული პროდუქტების შეფუთვის სისტემები დგას. სიღრმისეული კონსულტაცია და მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენთვის ყოველთვის წინა პლანზე დგას, როგორც წარმატების უმთავრესი პრინციპი. ერთად ჩვენ შევძლებთ თქვენთვის საუკეთესო სისტემის შემუშავებას, კონფიგურაციასა და არსებულ წარმოებასთან მორგებას. შესაფუთ ხაზებში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების დამსახურებით ჩვენ ვაერთიანებთ ყველა მოდულსა და ტექნოლოგიას. ყურადღებას ვამახვილებთ თქვენს სტრატეგიულ მიზნებზე, უსაფრთხოების მოთხოვნებზე, ინდივიდუალურ პროცესებსა და პროცესების თანმიმდევრობაზე. მოგვმართეთ კონკრეტული მოთხოვნით და ჩვენ ვიპოვით თქვენთვის იდეალურ გამოსავალს.



რაიმე კითხვა გაქვთ?

რთული ამოცანები მოითხოვს გამორჩეულ გადაწყვეტილებებს

უსაფრთხოება და ხარისხი აბსოლუტური პრიორიტეტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფარმაცევტულ პროდუქტებს. თქვენს მომხმარებლებს კი იმის ცოდნა და რწმენა სჭირდებათ, რომ თქვენი ყველა პროდუქტი მუდამ უნაკლოა. ამისთვის კი შეგიძლიათ, ენდოთ ჩვენს საიმედო შეფუთვის მეთოდებს..

პრესა

ახალი ამბები. ფაქტები. გარემოება.

რა არის ყველაზე საინტერესო მიმდინარე მოვლენები გადამუშავებისა და შეფუთვის სამყაროში? მოვლენები, ტენდენციები და გამოწვევები – ყველა ეს ინფორმაცია თქვენთვის არის თავმოყრილი. იყავით ინფორმირებული!

ღონისძიებები

ძირითადი თარიღები - ეროვნული და საერთაშორისო

გეგმავთ ვიზიტებს მომავალი ინდუსტრიის სავაჭრო ბაზრობებში? აქ ნახავთ, როდის და სად ჩატარდება ყველა ეს მოვლენა.

ჩვენი დაპირება

MULTIVAC PEAQ დაპირება

ერთად მივაღწიოთ მიზნებს! მაქსიმალურად გაზარდეთ თქვენი პროდუქტიულობა და მინიმუმამდე დაიყვანეთ თქვენი ხარჯები - ჩვენი PEAQ დაპირებით. PEAQ ნიშნავს პროდუქტიულობას, ეფექტურობას, ხელმისაწვდომობას და ხარისხს. შეიტყვეთ რა არის მასში თქვენთვის.თხოვნების მიღწევაში - საიმედოდ და მდგრადად. დაგვიკავშირდით!

პრესა

ახალი ამბები. ფაქტები. გარემოება.

რა არის ყველაზე საინტერესო მიმდინარე მოვლენები გადამუშავებისა და შეფუთვის სამყაროში? მოვლენები, ტენდენციები და გამოწვევები – ყველა ეს ინფორმაცია თქვენთვის არის თავმოყრილი. იყავით ინფორმირებული!

ღონისძიებები

ძირითადი თარიღები - ეროვნული და საერთაშორისო

გეგმავთ ვიზიტებს მომავალი ინდუსტრიის სავაჭრო ბაზრობებში? აქ ნახავთ, როდის და სად ჩატარდება ყველა ეს მოვლენა.

ჩვენი დაპირება

MULTIVAC PEAQ დაპირება

ერთად მივაღწიოთ მიზნებს! მაქსიმალურად გაზარდეთ თქვენი პროდუქტიულობა და მინიმუმამდე დაიყვანეთ თქვენი ხარჯები - ჩვენი PEAQ დაპირებით. PEAQ ნიშნავს პროდუქტიულობას, ეფექტურობას, ხელმისაწვდომობას და ხარისხს. შეიტყვეთ რა არის მასში თქვენთვის.თხოვნების მიღწევაში - საიმედოდ და მდგრადად. დაგვიკავშირდით!