Sie betrachten derzeit Inhalte für:

Georgia / KA

Standort ändern

Aktueller Standort

მულტივაკის სერვისები

საწყისი რეკომენდაციებით დაწყებული, სწორი დანადგარებისა და მასალების შერჩევით დამთავრებული - მთელი საწარმოო პროცესის განმავლობაში, აუცილებელია დანადგარის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიღწევა.

უკვე 60 წელზე მეტია, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ამ პრინციპით - თქვენი დანადგარი უნდა იყოს მაქსიმალურად გამართული, მუშა მდგომარეობაში - რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში.



მულტივაკის სერვისები

ჩვენ აქ ვართ - თქვენთვის!

1000-ზე მეტი სპეციალისტი მსოფლიოს მასშტაბით მზად არის, უზრუნველყოს თქვენი დანადგარების შეუფერხებელი მუშაობა.


მულტივაკის სერვისები

შეფუთვის საკონსულტაციო მომსახურება

ჩვენი გამოცდილი შეფუთვის ინჟინრები, შესაფუთი მასალის ექსპერტები და სურსათის ტექნოლოგები შემოგთავაზებენ თქვენს მოთხოვნებს მორგებულ შეფუთვის გადაწყვეტილებებს.

მულტივაკის სერვისები

კონსულტაცია დაჭრის შესახებ

პროდუქციის დაჭრის ინოვაციური ტექნოლოგიებით ჩვენ შეგვიძლია, შემოგთვაზოთ მაქსიმალური გამოსავლიანობა. ჩვენი ექსპერტები გაგიწევენ შესაბამის კონსულტაციას, პროდუქციის სატესტო დაჭრის ჩათვლით.

მულტივაკის სერვისები

ტრენინგები

ცოდნა, რომელსაც წინ მიყავხარ.

მულტივაკის დანადგარის შეძენისას თქვენ ირჩევთ აღჭურვილობას, რომელშიც ხარისხს, ფუნქციონირებას და ეფექტურ მუშაობას პრიორიტეტი ენიჭება. მაგრამ როგორ შეიძლება მათი პოტენციალის სრულად გამოყენება? როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის უპრობლემოდ იმუშავებს? რამდენად ოპტიმალურია უსაფრთხოების თვალსაზრისით? და როგორ მივაღწევთ ხელმისაწვდომობის უმაღლეს დონეს?

ჩვენი სასწავლო კურსები ოპტიმალურ პირობებს გიქმნით: კვალიფიცირებული პერსონალი ყველა ზემოხსენებულ კითხვაზე ამომწურავად გიპასუხებთ და უზრუნველყოფს ყველა ამ ამოცანის სრულყოფილად შესრულებას.

მულტივაკის სერვისები

CustomCare

ცალკეული გაყიდვების შემდგომი მომსახურება - მაქსიმალური გამოსავლიანობის მისაღწევად.


მულტივაკის სერვისები

myMULTIVAC

მულტივაკის სამყაროში შესვლის შესაძლებლობა