ამჟამინდელად თქვენ ხედავთ შინაარსს:

Georgia / KA

ადგილის შეცვლა

მიმდინარე ადგილი

სიზუსტე სრულყოფილად დაჭრილი ხორცისათვის

იქნება ეს უწვრილესად დაჭრილი ლორი, ყველი, სოსისები თუ შაშხის ნაჭრები - თქვენ და თქვენი კლიენტები იმსახურებთ დაჭრის საუკეთესო ხარისხს! მულტივაკის სლაისერი გთავაზობთ მაქსიმალურ მოქნილობას პორციების შექმნისას, ყველაზე მიმზიდველ შესაფუთ მეთოდებთან ერთად.



დაჭრის სისტემა, შეფუთვის ავტომატიზებული პროცესი, ეფექტური გადაწყვეტა. ეს ყველაფერი კი - ერთი ადგილიდან

მულტივაკის სლაისერების ხაზი კლიენტებზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მუდამ მაღალი პორცირებისა და შეფუთვის ხარისხით. ინოვაციური დაჭრის ტექნოლოგიისა და ჩატვირთვის მეთოდების ფართო არჩევანის დამსახურებით, ამ ხაზის ყველა დანადგარი გამოირჩევა ეფექტურობით, კომპაქტურობითა და მომხმარებლისათვის ადვილად სახმარი ინტერფეისით.

ყველისა და სოსისების დაჭრის უმაღლესი ხარისხი

ყველისა და სოსისების მრავალფეროვანი არჩევანი შთამბეჭდავი და მადისაღმძვრელია. ოპტიმალურად დაჭრილი პროდუქტები ცალსახად განსაზღვრავს კარგ საგემოვნო გამოცდილებას, თანაც - არა მხოლოდ გურმანებისთვის. მულტივაკის სლაისერები ადაპტირდება თქვენი პროდუქტების მიმართ დიდი სიზუსტით - იდეალური ნაჭრების მისაღებად. წონის მიხედვით ოპტიმიზებული ულუფები საუცხოო გემოსია და თქვენცა და თქვენს კლიენტებს მაქსიმალურად გასიამოვნებთ.

პროდუქტები

ვის არ უყვარს ყველის, ძეხვისა და ლორის სრულყოფილი ნაჭრები? ზოგს კი ასევე უყვარს ალტერნატიული ცილის პროდუქტები.

თქვენი მაღალი ხარისხის პროდუქტი ყოველთვის ჩვენი კონცეფციის წინა პლანზეა. პროდუქტის მომარაგება, ზუსტად დაჭრა და შეფუთვის პროცესი, ნარჩენებთან გამკლავება, ეთიკეტირება და მარკირება, ხარისხის შემოწმება - ამ ყველაფერს ჩვენ თქვენთან ერთად ვიზამთ - ვიპოვით დამუშავებისა და შეფუთვის საუკეთესო მეთოდებს თქვენი წარმოების სტილისა და პროდუქციის თავისებურების გათვალისწინებით.


პორიცირების ზომები - ის, რაც ყურადღება იქცევს

ხომ გამოიყურება მადისაღმძვრელად? ულუფის ზომა და ფორმა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მყიდველის ქცევას გაყიდვის წერტილებში - იყიდოს თუ არა თქვენი პროდუქტი. 

ულუფების ტიპები

სლაისერის პორცირების სისტემა მრავალ ამოცანას ასრულებს სანდოდ, მათ შორის - ნაჭრების სწორად თუ ირიბად ჩალაგებას. ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, მრავალი ზომისა და ფორმის ნაჭრები ჩაალაგოთ კომპაქტურად და მიმზიდველად.

რეალურ ცხოვრებაში ატომიზაცია იმდენად კარგია, რომ ფოტოებზე არ ჩანს. ილუსტრაციის მიზნით სითხის რაოდენობა გადაჭარბებული იყო.

მულტივაკის ინოვაციური სპრეი-სისტემა

ინოვაციური. ეკონომიური. ეკო-მეგობრული.

აჩვენეთ თქვენს კლიენტებს თქვენი ეკოლოგიური გათვითცნობიერებულობა მულტივაკის მდგრადი და ეკო-მეგობრული ტექნოლოგიის მეშვეობით - ინოვაციური მიდგომა, რომელიც შეფუთვებში პლასტიკატისა და ქაღალდის გამოყენებას არ საჭიროებს.

დაჭრის პროგრამები

მულტივაკის მდგრადი თხევადი სპრეი-სისტემა

ეს საწარმოო პრინციპი უბრალოდ გენიალურია და იდეალურად ერგება პროდუქციის შემდეგ თვისებებს: სითხე თანაბრად ნაწილდება ნაჭრების ქვედა მხარეს, რათა ცალკეულ ნაჭრებს შორის შეწებება თავიდან აგვარიდოს. 

მეტად წებოვანი ცივი ნაჭრების შემთხვევაშიც კი (ყველი, უმი ლორი, ვეგანური პროდუქტები) საბოლოო მომხმარებელს შეუძლია, ნაჭრები იოლად და დაუზიანებლად განაცალკევოს - ძალიან მგრძნობიარე პროდუქტებისა და უთხელესი ნაჭრების შემთხვევაშიც კი, რომელთათვისაც სხვა სისტემები ვერ გამოდგება.

უგემო და უსუნო სითხეები საერთოდ არ ცვლის პროდუქტის გემოს, არომატს ან ფერს (ფერს - განსაკუთრებით). ამასთან ერთად, შესაძლებელია მათ არომატიზებული ფორმების გამოყენებაც.

საუკეთესო კი აქ ისაა, რომ მულტივაკის მდგრადი ტექნოლოგია ადვილად ინტეგრირებადია როგორც - ახალ, ისე - უკვე არსებულ სლაისერის ხაზებში. 2018 წლიდან მოყოლებული ამ ტექნოლოგიამ თავისი შესაძლებლობები პრაქტიკაში ნათლად წარმოაჩინა.



მულტივაკის ინოვაციური სპრეი-სისტემა

ინოვაციური. ეკონომიკურად. ეკო-მეგობრული.

დაანახეთ თქვენს კლიენტებს თქვენი ეკოლოგიური გათვითცნობიერებულობა მულტივაკის მდგრადი და ეკო-მეგობრული ტექნოლოგიის მეშვეობით - ინოვაციური მიდგომა, რომელიც შეფუთვებში პლასტიკატისა და ქაღალდის გამოყენებას არ საჭიროებს.

ზომა
1 MB
ფორმატი
pdf
ჩამოტვირთვა

თქვენთვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარება ეკო-მეგობრული მეთოდების გამოყენებით?

მულტივაკთან ერთად თქვენ შეასრულებთ მეორადი გადამუშავების ციკლში შესვლასთან და შესაფუთი მასალების გამოყენების შემცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს

სხვა საინტერესო თემები

კონტაქტი

ერთადერთი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის დაგვიკავშირდეთ!

დაგვიკავშირდით და ერთად ვიპოვით თქვენს საუკეთესო დამუშავების ან შეფუთვის გადაწყვეტილებას. მოუთმენლად ველით თქვენგან პასუხს!

პრესა

ახალი ამბები. ფაქტები. გარემოება.

რა არის ყველაზე საინტერესო მიმდინარე მოვლენები გადამუშავებისა და შეფუთვის სამყაროში? მოვლენები, ტენდენციები და გამოწვევები – ყველა ეს ინფორმაცია თქვენთვის არის თავმოყრილი. იყავით ინფორმირებული!

ღონისძიებები

ძირითადი თარიღები - ეროვნული და საერთაშორისო

გეგმავთ ვიზიტებს მომავალი ინდუსტრიის სავაჭრო ბაზრობებში? აქ ნახავთ, როდის და სად ჩატარდება ყველა ეს მოვლენა.

ჩვენი დაპირება

MULTIVAC PEAQ დაპირება

ერთად მივაღწიოთ მიზნებს! მაქსიმალურად გაზარდეთ თქვენი პროდუქტიულობა და მინიმუმამდე დაიყვანეთ თქვენი ხარჯები - ჩვენი PEAQ დაპირებით. PEAQ ნიშნავს პროდუქტიულობას, ეფექტურობას, ხელმისაწვდომობას და ხარისხს. შეიტყვეთ რა არის მასში თქვენთვის.თხოვნების მიღწევაში - საიმედოდ და მდგრადად. დაგვიკავშირდით!