კარგად გააზრებული და გონივრულად შემუშავებული კონცეპციები ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქტებისთვის

სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქტების ასორტიმენტი მოიცავს ყველაფერს, მცირე ნაწილებიდან და ქიმიკატებიდან დაწყებული და საყოფახოვრებო საგნებით დამთავრებული. მულტივაკი ინდივიდუალურად მოგიდგებათ, თავის ფართო გამოცდილების გამოყენებით ავტომატიზებული და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული შესაფუთი ხაზების დიზაინის შექმნასა და დანერგვაში.



სრულად ავტომატიზებული საწარმოო ხაზები თქვენი პროდუქტებისთვის

მულტივაკი გთავაზობთ ინტეგრირებული შეფუთვის მეთოდებს ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქტებისათვის. ჩვენი სრულად ავტომატიზებული შესაფუთი ხაზები ძალიან ხელმისაწვდომი და ეფექტურად სამართავია მთელი სამუშაო ციკლის განმავლობაში. ფართო გმოცდილების დამსახურებით ჩვენ შეგვიძლია, ყველა მოდულისა და ტექნოლოგიის კომპლექსურ და ყოვლისმომცველ სისტემაში. ეს იძლევა მაქსიმალური ოპტიმალური წარმოებისა და სანდოობის გარნატიას, ამასთან ერთად კი - ეფექტურობას. სადაც საჭიროა, უპრობლემოდ ვიყენებთ მესამე პირის მიერ მოწოდებულ პროდუქციასაც.


სპეციფიკური მეთოდები ერთჯერადი საპარსებისათვის

სრულად ინტეგრირებული და ავტომატიზებული, მაღალი წარმადობის მქონე ხაზები ერთჯერადი საპარსების შესაფუთად.

ქმედითი მეთოდები ტუალეტის საწმენდი საშუალების (მინი-ბლოკების) შეფუთვისათვის

სრულად ინტეგრირებული და ავტომატიზებული, მაღალი წარმადობის მქონე საწარმოო ხაზები დაგეხმარებათ, ტუალეტის საწმენდი მინი-ბლოკების დიდი ოდენობით შეფუთვაში - მაღალი ეფექტურობითა და უდანაკარგოდ. 


შესანიშნავი შედეგები მულტივაკის ხაზის ექპსერტიზასთან ერთად.

ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტებთნ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით ჩვენ სრულად გამართული და ავტომატიზებული საწარმოო ხაზები ჩამოვაყალიბეთ. მულტივაკის შეფუთვის სპეციალისტები მსოფლიოს გარშემო დაგეხმარებიან ყოველი პროცესის დეტალურად გავლაში - შეფუთვის დიზაინით დაწყებული, სრულად ინტეგრირებული და ქმედითი საწარმოო ხაზით დამთავრებული. თქვენი სტრატეგიული მიზნები და ინდივიდუალური პროცესები დააკმაყოფილებს პროდუქტის უსართხოების ყველა მოთხოვნას. ჩვენი ყოველი მეთოდი და სისტემა ინდივიდუალურადაა შექმნილი და თუ  გნებავთ, სიამოვნებით დაგეხმარებით ნებისმიერი მათგანის დაყენებაში. 



რა სარგებელს იღებთ მულტივაკთან ერთად

თქვენი პროდუქტები უსაფრთხოდაა დაცული

ინდსუტრიული და სამომხმარებლო პროდუქტების შეფუთვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს გაყიდვის წერტილებში მათ მიმზიდველობაზე, დაცვაზე გარე ფაქტორებისგან, გაყალბებისგან, მოპარვისგან. ამიტომაც მულტივაკის შეფუთვის სპეციალისტები, ჩვენს ფართო გამოცდილებაზე დაყრდნობით, სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან, დანერგოთ სხვადასხვა მეთოდი თქვენს წარმოებაში - მეტი უსაფრთხოებისთვის.

  • ეფექტურობა - საწარმოო ხაზში ყველა კომპონენტი სინქრონიზებულია საერთო ინტერფეისის მეშვეობით
  • მოქნილობა - ფორმატების შეცვლის მოკლე დრო და სწრაფი მუშაობა, რაც მაქსიმალურ საწარმოო დროს გპირდებათ
  • ფასის ეკონომიურობა - ავტომატიზაცია ამცირებს ხარვეზების სიხშირეს დამუშავებისა და შეფუთვის პროცესების განმავლობაში.
  • ინდივიდუალური მიდგომა - ჩვენ შეგვიძლია, შეფუთვა თქვენს ყველა მოთხოვნას მოვარგოთ.

კონტაქტი

ერთადერთი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის დაგვიკავშირდეთ!

დაგვიკავშირდით და ერთად ვიპოვით თქვენს საუკეთესო დამუშავების ან შეფუთვის გადაწყვეტილებას. მოუთმენლად ველით თქვენგან პასუხს!