ამჟამინდელად თქვენ ხედავთ შინაარსს:

Georgia / KA

ადგილის შეცვლა

მიმდინარე ადგილი

MULTIVAC CustomCare

უზრუნველყავით თქვენი წარმატება

თქვენზე მორგებული გაყიდვების შემდგომი პრობლემების გადაჭრა. მაქსიმალური წარმადობისთვის.


MULTIVAC CustomCare პრობლემების გადაჭრა მოიცავს პროდუქტებისა და მომსახურებების მაღალი კლასის გაყიდვების შემდგომ პორტფოლიოს, რომელიც მორგებულია თქვენს მოთხოვნებზე. აღნიშნული პორტფოლიო მოიცავს ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებებს, რომლებიც შეეხება Remote Assistance-ს, Live Support-ს, ადგილზე სერვისის მიწოდებას, ოპტიმიზაციის ინსპექციას, ორიგინალ სათადარიგო დეტალებს, მოდერნიზაციას, Helpdesk-ს, ექსპრეს რემონტსა და ასევე მომხმარებლისთვის მოსახერხებელ myMULTIVAC მომხმარებლის პორტალს, რაც არის თქვენი კარიბჭე MULTIVAC სამყაროში.

ჩვენი მომხმარებელზე მორგებული გაყიდვისშემდგომი სერვისი თანმიმდევრულად მიმართულია იქითკენ, რომ გაიზარდოს თქვენი დანადგარებისა და მათი პროდუქტიულობის ხარისხი და ხელმისაწვდომობა. მსოფლიოს  მასშტაბით 1.000-ზე მეტი MULTIVAC CustomCare-ის თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში  100%-იანი საიმედოობით მუშაობს თქვენთვის.

დაუგეგმავი გაჩერების ეფექტური მინიმიზაცია.

იმისათვის, რომ ჩვენი მომსახურებით რაც შეიძლება მარტივად და კომფორტულად ისარგებლოთ, MULTIVAC-ის მიერ შეიქმნა პრევენციული ტექნიკური მომსახურების პროგრამა. თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე ორიენტირებით ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ თქვენი სისტემების შეუფერხებელი ექსპლოატაცია და ოპტიმალური წარმადობა მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

უპირატესობები თავად წარმოაჩენს თავს: ჩვენი შემოთავაზება ეღობება წარმადობისა და ხარიხის გაუარესებას და თქვენი წარმოების ხარჯების სიმცირეს უზრუნველყოფს. ამასთანავე მნიშვნელოვნად იზრდება თქვენი დანადგარების საიმედოობა და ხელმისაწვდომობა, რომლის ფარგლებშიც ტექნიკური მომსახურებები ინდივიდუალურად იგეგმება და ზუსტად არის მორგებული თქვენს მოთხოვნილებებზე.

ისარგებლეთ ასევე ჩვენი პრევენციული ტექნიკური მომსახურების პროგრამით. თქვენ ეს გიღირთ. ხარჯთეფექტური და ერთიანი კონცეფციით თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენი სისტემების პროდუქტიულობა და ამასთანავე გაზარდოთ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა.

მიიღეთ უბრალოდ მეტი საიმედოობა.

ჩვენი ინსპექციის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს თქვენი დანადგარების კომპონენტების არსებული მდგომარეობის შემოწმება და დოკუმენტირება. ჩვენს MULTIVAC ექსპერტებს შეუძლიათ დროულად აღმოაჩინონ და შეაფასონ სუსტი მხარეები და ოპტიმიზაციის პოტენციალი. თქვენი მოთხოვნებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით შესაძლებელია მიზანმიმართული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ამგვარად ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თქვენი MULTIVAC სისტემის წარმადობასა და ეფექტურობაზე.

გარანტიის გაგრძელება

MULTIVAC პრობლემის გადაჭრის გზები უზრუნველყოფს ეფექტურობას, პროცესის უსაფრთხოებას, საიმედოობას და უპირველეს ყოვლისა ხანგრძლივ სასიცოცხლო ციკლს. საუკეთესო დანადგარსაც კი სჭირდება მოვლა, თუკი მან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეფექტურად და მდგრადად უნდა იფუნქციონიროს. ამიტომაც MULTIVAC გარანტია პრევენციული ტექნიკური მომსახურების შეთანხმებასთან კომბინაციაში შესაძლებელია გაგრძელდეს 48 თვემდე. ამგვარად თქვენ დაიცავთ თქვენს ინვესტიციას და სრულიად აკონტროლებთ ხარჯებს. გარანტიის გახანგრძლივებით თქვენ ისარგებლებთ ყველა პრემიუმ-კომპონენტების საუკეთესო დავით და არ გექნებათ მოულოდნელი რემონტის ხარჯების შიში.

აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად MULTIVAC შეარემონტებს და შეცვლის დეფექტურ დეტალებს სწრაფად, პროფესიონალურად და ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე. ჩვენი ფართო საწყობის, მოქნილი ლოჯისტიკის და ადგილზე ჩვენი სპეციალისტების მაღალი ტექნიკური კომპეტენციის წყალობით ჩვენ თქვენი MULTIVAC სისტემის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე ვზრუნავთ. და მთელი მისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. 165 ქვეყანაზე მეტში.

multivac_world-map_NEU

თქვენი პერსონალური ონლაინ მხარდაჭერა.

რაც შეიძლება სწრაფი მხარდაჭერით - რეალურ დროში და დისტანციური წვდომით - ჩვენ Remote Assistance-ით დაუგეგმავი გაჩერების შემთხვევაში ვამცირებთ გაჩერების დროს. ამასთან წარმოქმნილი პრობლემები ჩვენი ექსპერტების მიერ ონლაინ და თქვენთან დიალოგით გაანალიზდება და გადაიჭრება. სრულიად ინდივიდუალურად და ეტაპობრივად, გამგზავრებისა და ზედმეტი ლოდინის გარეშე.

დისტანციური ასისტენტი

დისტანციური VPN

დისტანციური ტექნიკური ინსტრუმენტით Remote VPN ჩვენს ექსპერტთა გუნდს შეუძლია წვდომა იქონიოს უშუალოდ თქვენი მოწყობილობის მართვაზე. ყველა ინტერფეისი ემსახურება VPN-კავშირს, რომელიც შესაძლებელია თქვენს მიერ დანადგარის ტერმინალზე გააქტიურდეს. Remote VPN-ით თქვენ შესაძლებლობას მოგვცემთ, დავაკორექტიროთ დანადგარის პარამეტრები, რითაც შევძლევთ თქვენს მიზანმიმართულ მხარდაჭერას, მაგ. დანადგარის ინსტალაციის, დაზიანების ან პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისას.


დისტანციური ასისტენტი

მიმდინარე რეჟიმში მხარდაჭერა

დისტანციური ტექნიკური მომსახურების პორტალით Live Support ჩვენმა ექსპერტთა ჯგუფმა შესაძლებელია თქვენ გაგიწიოთ გაცილებით პერსონალური და ფართო მხარდაჭერა. სარგებლობისათვის თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ მობილური აპარატი, როგორიცაა სმარტფონი ან პლანშეტი ინტერნეტთან წვდომით. ყველა დანარჩენი საკითხი მოგვარდება სწრაფად და ეფექტურად.

თქვენი მობილური აპარატის მეშვეობით MULTIVAC საკონტაქტო პირი ზუსტად მიგიყვანთ იმ ჯგუფთან, რომელიც დაზიანებას განაპირობებს. ენობრივი მართვით და თქვენი მობილური აპარატის ეკრანზე მოწოდებული მითითებებით და ნახაზებით ექსპერტი თქვენ ოპტიმალურ მხარდაჭერას გაგიწევთ იმაში, რომ თავად აღმოფხვრათ დაზიანება ისე, თითქოს ის თქვენს გვერდით იყოს. ჩვენი კლიენტების განსაკუთრებულად პოზიტიური უკუკავშირი ჩვენ მეტ გამბედაობას გვანიჭებს იმისათვის, რომ პრობლემის გადაჭრის ციფრული გზები უფრო და უფრო მეტად ჩავრთოთ ჩვენი მომსახურებების შემოთავაზებაში.


Smart Services

ციფრული გადაწყვეტების მეშვეობით მაღალი ეფექტურობა.

ისარგებლეთ MULTIVAC Smart Services-ის გამჭვირვალე პროცესებითა და პროცესის მონაცემებით რეალურ დროში. ინტელიგენტური სარგებლობა გადამწყვეტი წარმატების ფაქტორი და მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა თქვენი სისტემებისა და ხაზების ეფექტურობისა და ეკონომიურობისათვის. ჩვენი ექსპერტები სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას, თუ როგორ შეძლებთ MULTIVAC Smart Services-ის ხელსაყრელ ინტეგრაციას ახალ და არსებულ სისტემებში.

Helpdesk

ჩვენი ჰელპდესკის ფოკუსშია დაზიანებების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა, ასევე ჩვენი კლიენტებისათვის ყველა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა. ამასთან ჩვენი კვალიფიციური სერვისის თანამშრომლები კონსულტაციას გაგიწევენ MULTIVAC დანადგარების მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში - დაწყებული პირველადი ინსტალაციიდან, გაგრძელებული მისი მოხმარებითა და მოდერნიზაციის ან რემონტთან დაკავშირებით.

როგორც კლიენტი, თქვენ ისარგებლებთ თქვენს ენაზე და თქვენს დროის სარტყელში ჩვენი ადგილობრივი სერვისის სპეციალისტების ტენიკური მხარდაჭერით. ჩვენ გამოცდილ დაზიანების კონსულტანტებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი, რათა სწრაფად, კომპეტენტურად და პრაქტიკაზე ორიენტირებით უზრუნველყონ თქვენი მხარდაჭერა და თქვენი წარმოება დაყოვნების გარეშე კვლავ აამუშაონ.

*დამოკიდებულია უახლოეს ადგილობრივ MULTIVAC ფილიალზე.

ორიგინალი სათადარიგო ნაწილები

MULTIVAC-ის ორიგინალი სათადარიგო ნაწილები იცავენ თქვენს მოწყობილობას და უზრუნველყოფენ უსაფრთხო, საიმედო და ეფექტურ წარმოებას. ისინი უზრუნველყოფენ მაქსიმალური წარმადობის და მსახურების ვადის გარანტიას და ამით გრძელვადიან საინვესტიციო უსაფრთხოებას. არსებითი წვლილი დანადგარების მაქსიმალური ხელმისაწვდომობასა და თქვენი წარმოების მთლიან ეფექტურობაში.

ორიგინალი სათადარიგო ნაწილები

ჩვენი ფილოსოფია

  • მაღალი ხარისხი და სანდოობა
  • სწრაფი და მსოფლიოს მასშტაბით სათადარიგო ნაწილების მომარაგება
  • ხანგრძლივი ხალმისაწვდომობა
  • უსაფრთხო იდენტიფიკაცია
  • მარტივი შეკვეთა
  • ყოვლისმომწველი კონსულტაცია

Attractive scaled prices. Stock up now & save.

Permanent strong savings on seal gaskets

Sealing gaskets in good working order are essential for tight seal seams. And for the quality and shelf life of your packaging. 

Take advantage now of attractive scaled prices – the more you order, the better the individual price, e.g. 38% discount on 10 gaskets!


ორიგინალი სათადარიგო ნაწილები

My Multivac

თქვენი ცენტრალური შესასვლელი MULTIVAC სამყაროში

myMULTIVAC-ში თქვენ შეგიძლიათ ოცდაოთხი საათის განმავლობაში და სწრაფად და მარტივად შეუკვეთოთ სახარჯი მასალები თქვენი MULTIVAC დანადგარებისათვის და გქონდეთ წვდომა თქვენი შეკვეთების მიწოდების,, გაგზავნისა და ანგარიშის ინფორმაციებზე.


ქარხნული შეკეთება - ახალივით.

ქარხნული შეკეთება

კომპონენტების ქარხნული შეკეთება

მიუხედავად მრავალწლიანი, საიმედო წარმადობისა თქვენი სისტემის გარკვეული კომპონენტები ექვემდებარება ტექნიკურ ცვეთას. ასევე გარე ზემოქმედების შედეგად დროთა განმავლობაში შესაძლებელია არაქმედითი გახდეს ჰერმეტიზაციები და ა.შ. იმოქმედეთ. მწარმოებლის პროფესიონალური რევიზიისა და რემონტის მეშვეობით თქვენ თვით ძლიერ დაზიანებულ კომპონენტებს წარმადობის და საიმედო მდგომარეობაში დაიბრუნებთ.

კომპონენტების ქარხნული შეკეთება მრავალი კომპონენტებისთვისაა ხელმისაწვდომი, როგორიცაა მაგ.:

  • სალუქი ფირფიტები
  • გათბობის ფირფიტები
  • საჭრელი იარაღები
  • ამწეები
  • ელექტრო კომპონენტები
  • და ა.შ

ქარხნული შეკეთება

სრული მანქანის ქარხნული შეკეთება

აღნიშნული რემონტისას მოხდება მთლიანი დანადგარის და ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტის დაშლა, გაწმენდა, შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალური რემონტი ან მათი შეცვლა MULTIVAC ორიგინალი დეტალებით. ამის შედეგად თქვენ ხანგრძლივად ისარგებლებთ წარმადობით ხარისხითა და უსაფრთხოებით, რომლის შემოთავაზებაც შეუძლია მხოლოდ ორიგინალ მწარმოებელს.

ჩვენი საწარმოო რემონტით უზრუნველყოფილი და სრულად დოკუმენტირებულია, რომ

  • თქვენი სისტემა კვლავ შეესაბამება ჩვენს წარმადობისა და ხარისხის მაღალ სტანდარტს
  • აქტუალურად მოქმედი უსაფრთხოების მოთხოვნები დაცულია
  • სარგებლობთ პროგრამული უზრუნველყოფით
  • კაპიტალური რემონტი ხორციელდება მიერ MULTIVAC-ის ორიგინალი ნაწილების გამოყენებით
  • ყველა სამუშაო სრულდება MULTIVAC ექსპერტების მიერ



MULTIVAC-ის მიერ გამოსყიდული და გარემონტებული დანადგარები ხელმისაწვდომია როგორც სწრაფად მიწოდებადი მეორადი დანადგარები - მიმართეთ უბრალოდ MULTIVAC კონსულტანტს.

MULTIVAC Custom Care

მოდერნიზება

MULTIVAC Retrofit-ის მოდერნიზაციის სერვისით თქვენ არგებთ თქვენს არსებულ დანადგარებს ახალ ამოცანებს და საბაზრო მოთხოვნებს. მოდულების ინტეგრირებით ან ფუნქციებით აღჭურვით თქვენი სისტემით სარგებლობა ხანგრძლივდება და იზრდება მისი ეკონომიურობა. ფართომასშტაბიანი მოდერნიზირებით ჩვენ ახლებურ მდგომარეობაში მოვიყვანთ თქვენს ტექნიკასა და პროგრამულ უზრუნველყოფას და ყოველთვის უზრუნველვყოფთ თქვენი სისტემის უსაფრთხოებას - ცხადია ასევე დეტალურ დოკუმენტირებას.

    ინდივიდუალური ანალიზის და კონსულტაციისას ჩვენი სპეციალისტები თქვენთან ერთად შეიმუშავებენ, თქვენი დანადგარის რომელი სფეროებისთვის არის მიზანშეწონილი ოპტიმიზაცია:

    • ეფექტური შესაფუთი მასალა
    • ავტომატიზაცია
    • მარკირება
    • ინსტრუმენტების ცვლილება    
    • წარმოების ინსპექცია და პროდუქტის უსაფრთხოება
    • ჰიგიენა              
    • აქსესუარები
    • შენარჩუნების სისტემა და რევიზია
    • ცენტრალური დეტალები
    • და ა.შ

    საუკეთესო კლასში, ორცდაოთხი საათის ირგვლივ.

    დღეისათვის არც ერთ საწარმოს არ აქვს ხანგრძლივად გაჩერების ფუფუნება. სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ just-in-time აწარმოებთ, საჭიროა დაზიანებების მიზეზების სწრაფი იდენტიფიკაცია, ასევე მათი სწრაფი და უმტკივნეულო აღმოფხვრა. MULTIVAC-ს შეუძლია როგორც ლოკალური, ისე გლობალური მხარდაჭერის გაწევა.

    850-ზე მეტი MULTIVAC სერვისის ტექნიკოსი მთელს მსოფლიოში ყოველთვის თქვენს გვერდითაა ფუნდამენტური ნოუ-ჰაუთ და მრავალწლიანი გამოცდილებით. ჩვენ ფოკუსირებული ვართ შეუფერხებელ ექსპლოატაციაზე, დაზიანებების სწრაფ აღმოფხვრასა და ადგილზე თქვენს პროფესიონალურ მხარდაჭერაზე. ამგვარად ჩვენ ყველა დაინსტალირებული და ახლად დასაინსტალირებელი MULTIVAC სისტემების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის გარანტიას გაძლევთ.

    multivac_world-map_NEU

    ტრენინგი

    Live. ონლაინ. ინტერაქტიული.

    MULTIVAC გადაწყვეტილების შეძენით თქვენ არჩევანი გააკეთ მოწყობილობაზე, რომლისთვისაც ხარისხი, ფუნქციონალი და შესრულება პირველ ადგილზეა. თქვენი თანამშრომლების ტრენინგის საშუალებით შესაძლებელია თქვენი ინვესტიციის პოტენციალი უკეთ იქნას გამოყენებული.
    MULTIVAC-ის სასწავლო შეთავაზება მოიცავს როგორც სტანდარტიზებულ, ისე კლიენტზე მორგებულ კურსებს, რომელსაც ჩვენი MULTIVAC სასწავლო ცენტრები თქვენთან ადგილზე ან ონლაინ განახორციელებენ.

    კურსის შემოთავაზება გამიზნულია უპირველეს ყოვლისა დანადგარების ოპერატორებისთვის, ხაზის მენეჯერების/მესაჭეებისა და ტექნიკური პერსონალისთვის. ამასთანავე ხაზების შინაარსი მცირე ჯგუფებში შემუშავდება თეორიულად და პრაქტიკულად და მათი ტრანსფერი ხორციელდება ინტერაქტიულად. წარმატებული მონაწილეობა დადასტურებულია სერთიფიკატით. და კურსის დეტალური დოკუმენტური მასალის წყალობით დაგროვილი ცოდნა მოგვიანებით ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი.

    ჩვენი სასწავლო გუნდი სიამოვნებით გაგიწევთ დეტალურ კონსულტაციას და გირჩევთ თქვენი თანამშრომლებისთვის შესაფერისი კურსების შესაძლო მოდულების კომბინაციას.


    ყოვლისმომცველი გადაწყვეტის კომპეტენცია.

    ეკოლოგიური და ეკონომიურად მდგრადი.

    პრობლემის გადაჭრის კომპეტენცია MULTIVAC-ში ისეთივე ეკოლოგიურია, როგორც ეკონომიკურად მდგრადი. პროდუქტების, სისტემებისა და შერჩეული სერვისების ჩვენი პორტფოლიო უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას და პროდუქტიულობას.

    ჩვენთან თქვენ შეხვდებით დარგის ექსპერტებს, რომლებიც საუკეთესოდ იცნობენ ინდუსტრიულ სეგმენტებს მათი ნორმებითა და ინსტრუქციებით. მიწოდებასა და სამიზნე ჯგუფებზე ორიენტირებით თქვენ გეხსნებათ შეუზღუდავი შესაძლებლობები: შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიები, ინდუსტრია 4.0 -თან თავსებადი ავტომატიზირებული პროცესები, ასევე ეტიკეტირებისა და ხარისხის კონტროლის სისტემები.


    CustomCare After Sales პრობლემების გადაჭრითა და რეალურ დროში მომუშავე ანალიზის სისტემებით, როგორიცაა MULTIVAC Smart Services ჩვენ იმთავითვე ვზრუნავთ ექსპლოატაციისა და პროცესის უსაფრთხოებაზე და ხაზების ეფექტურობაზე. თქვენი სისტემის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.